Home მედიცინა რომელი აცრები დაგჭირდებათ, თუ საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სასწავლებლად მიდიხართ

რომელი აცრები დაგჭირდებათ, თუ საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სასწავლებლად მიდიხართ

114
SHARE

ბოლო წლებში ქართველი მშობლენი ხშირად ირჩევენ დასასვენებლად უცხოურ კურორტებს. ფიქრობენ, რომ იქ მომსახურების ხარისხიც მაღალია და შედარებით დაცულები არიან ინფექციებისგან, რაც ქართული ზაფხულის კურორტების პრობლემაა. იმისათვის, რომ ასეთი მოგზაურობა მშვიდობიანი, დასამახსოვრებელი და სასიამოვნო იყოს, აუცილებელია იცოდეთ ის სამედიცინო მოთხოვნები, რაც კონკრეტულ ქვეყანას აქვს, რათა თავი დაიცვათ სხვა, ადგილობრივი გადამდები დაავადებებისაგან. ამერიკის შეერთებულ შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რომელ ქვეყანაში წასვლამდე  რა ტიპის ვაქცინების გაკეთებაა აუცილებელი.

ინფორმაცია ხელმისაწვდომია wwwnc.cdc.gov– ზე.

ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებისთვის, მათ შორის თურქეთში, კვიპროსში, საბერძნეთში, სადაც ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მიემგზავრება, რეკომენდებულია, რომ ადამიანებს წასვლის  წინ ჰქონდეთ შემდეგი ვაქცინები გაკეთებული: წითელა-წითურა-ყბაყურას აცრა, დიფთერია-ტეტანუსის აცრა, ჩუტყვავილასა და პოლიომიელიტის ვაქცინა და ასევე ყოველწლიური გრიპის აცრა. 

ჩამოთვლილთანაგან უმეტესობა საქართველოს აცრების ეროვნულ კალენდარშიც შედის, თუმცა არა ჩუტყვავილა. მის აცრა მოთხოვნის მიხედვით ხდება.

იგივე მოთხოვნები აქვთ აფრიკულ ქვეყნებში, თუმცა აქ აუცილებელია ყვითელი ცხელების ვაქცინის გაკეთება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ყვითელი ცხელების აცრის ორგანიზებას ისინი უზრუნველყოფენ: “ჩვენი მოვალეობაა ყვითელი ცხელების ვაქცინაციების ორგანიზება და მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებების რეკომენდაციების გაცემა.

თუ ეს ორი კომპონენტი დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მოგვმართოთ და დაგაკვალიანებთ. სხვა შემთხვევაში, არის ხოლმე ქვეყნიდან მოთხოვნა ისეთი ტიპის აცრაზე, რომელიც უკვე ჩატარებული უნდა ჰქონდეთ ბავშვებს, გააჩნია ასაკს. რაც შეეხება ყვითელი ცხელების აცრას, მას სჭირდება გარკვეული პერიოდი მოსამზადებლად და მაინცდამაინც წასვლის წინა დღეს შეიძლება ეს ვერ მოხდეს.”

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თვითმფრინავსა და ბორტზე გადამდები დაავადებების რისკი ძალიან მცირეა.

ინფექციის გადაცემას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს იმ მგზავრებს შორის, რომლებიც ერთად სხედან. როგორც წესი, ინფიცირებული მგზავრის ცემინების ან დახველების შედეგად.

იმისათვის, რომ თქვენი მოგზაურობა მშვიდობიანი იყოს, უნდა დარწმუნდეთ, რომ გაკეთებული გაქვთ ყველა სათანადო და მოთხოვნილი ვაქცინა. უნდა გქონდეთ ინფორმაცია ინფექციურ დაავადებათა რისკებზე და პრევენციის შესაბამის ღონისძიებებზე, როგორიცაა მაგალითად ხელის და ხველების ჰიგიენა. ასევე, უნდა იცოდეთ ინფორმაცია ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით, რომ წაიღოთ შესაბამისი ტანსაცმელი. აუცილებელია შეამოწმოთ საკვებისა და წყლის უსაფრთხოება და მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში დიდი ხნით გაჩერებას, რადგან დაავადებათა ნაწილი სწორედ ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის.

 

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here