Home აღზრდა “მშობლებს ვურჩევ, ბავშვებს ნაადრევად ნუ გაზრდიან”- პედიატრისა და ფსიქოლოგის რჩევები

“მშობლებს ვურჩევ, ბავშვებს ნაადრევად ნუ გაზრდიან”- პედიატრისა და ფსიქოლოგის რჩევები

486
SHARE

ცურ­ვა, ტან­ვარ­ჯი­ში, ხატ­ვა, ჭად­რა­კი – ეს მცი­რე­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმი­სა, რა­ზეც მშობ­ლებს ბავ­შვე­ბი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე დაჰ­ყავთ. მათი ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ რაც უფრო მეტ წრე­ზე ივ­ლის ბავ­შვი, მით უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, ფსი­ქო­ლო­გე­ბი და პე­დი­ატ­რე­ბი მშობ­ლებს ურ­ჩე­ვენ, ზღვა­რი სწო­რედ აქ და­იც­ვან.

პე­დი­ატ­რი გია კა­ნაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ ბავ­შვი ფი­ზი­კუ­რად 4-5 წლის ასა­კი­დან უნდა დავ­ტვირ­თოთ.

“ბავ­შვე­ბი კომ­პი­უ­ტერ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი არი­ან და ეს ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს მხედ­ვე­ლო­ბა­ზე, მათ აღ­ნა­გო­ბა­ზეც, ამ­გვა­რად შე­იძ­ლე­ბა სქო­ლი­ო­ზი გა­ნუ­ვი­თარ­დეთ. ამ დროს ბავ­შვებს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ აუზი, ცურ­ვა და სამ­კურ­ნა­ლო ფი­ზკულ­ტუ­რაც. მცი­რე ასაკ­ში ფეხ­ბურთს და კა­ლათ­ბურთს ვერ გირ­ჩევთ, თუმ­ცა სირ­ბი­ლი, ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბა, ცურ­ვა და თუნ­დაც ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლი, ბავ­შვის ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან კარ­გია”,- გან­მარ­ტავს გია კა­ნაშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ თუ მშობ­ლებს ბავ­შვი სპორტზე ვერ და­ყავთ, სუფ­თა ჰა­ერ­ზე მა­ინც უნდა ასე­ირ­ნონ ხოლ­მე.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბავ­შვო ბაღს, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბავ­შვის ბაღ­ში მიყ­ვა­ნა მისი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ექი­მი-პე­დი­ატ­რის გია კა­ნაშ­ვი­ლის თქმით, ბავ­შვი ბაღ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ უნდა ვა­ტა­როთ, თუ საქ­მე მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მებ­თან გვაქვს, რად­გან თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამ დროს დიდ როლს თა­მა­შობს ხოლ­მე, გარ­და ამი­სა, მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მის შემ­თხვე­ვა­ში შვი­ლის ლო­გო­პედ­თან მიყ­ვა­ნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

სკო­ლის ასა­კი­დან კი პე­დი­ატ­რის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სწავ­ლა­სა და ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას შო­რის ბა­ლან­სის დაც­ვა.

“ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვა ერ­თმა­ნეთ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში უნდა იყოს. ბავ­შვს, რო­მე­ლიც გო­ნებ­რი­ვად ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია და ბევ­რს მე­ცა­დი­ნე­ობს, ფი­ზი­კუ­რი გან­ტვირ­თვა აუ­ცი­ლებ­ლად ესა­ჭი­რო­ე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბით უნდა და­კავ­დეს”,- აღ­ნიშ­ნავს პე­დი­ატ­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლის გარ­და და­მა­ტე­ბით გო­ნებ­რივ დატ­ვირ­თვას, გია კა­ნაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ და­წყე­ბით კლა­სებ­ში (1-ლი, მე-2, მე-3) ბავ­შვს მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო უნდა ჰქონ­დეს, რათა მისი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა უკეთ გან­ვი­თარ­დეს: “თუ ბავ­შვს ძა­ლი­ან გა­დავ­ტვირ­თავთ, მისი ნერ­ვულ სის­ტე­მა შე­საძ­ლოა, კარ­გად ვერ გან­ვი­თარ­დეს, რაც იმ მო­მენ­ტში არ გა­მოჩ­ნდე­ბა, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. თუ ბავ­შვის ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა ძა­ლი­ან გა­და­ი­ღა­ლა და დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა, ეს მერე თავს ნერ­ვულ აღ­გზნე­ბა­დო­ბა­ში, გა­რე­მოს მი­მართ აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვა­ში, ხშირ ტი­რილ­სა თუ ყვი­რილ­ში იჩენს. ამ დროს კი ხში­რად მშო­ბე­ლი ვერ ხვდე­ბა, რა მოხ­და, რა­ტომ იქ­ცე­ვა ბავ­შვი ასე”,- გან­მარ­ტავს მე­დი­კო­სი.

ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შვის და­მა­ტე­ბი­თი გო­ნებ­რივ დატ­ვირ­თვას მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არც ფსი­ქო­ლო­გი ზუ­რაბ მხე­ი­ძე მი­იჩ­ნევს. მისი თქმით, ამის მა­გა­ლი­თად, უცხო­ე­ნო­ვან სა­ბავ­შვო ბაღ­ში მიყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვე­ბიც გა­მოდ­გე­ბა.“ბავ­შვი ჯერ მშობ­ლი­უ­რი ენის ცოდ­ნა­ში უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს კარ­გად და უცხო ენე­ბის სწავ­ლა ამის მერე და­ი­წყოს. რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ხდე­ბა, უმ­ჯო­ბე­სია, მისი აზ­როვ­ნე­ბის სტრუქ­ტუ­რა იყოს გა­მარ­თუ­ლი და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იმ კულ­ტუ­რას­თან, რო­მელ­შიც ცხოვ­რობს, შე­სა­ბა­მი­სად, უმ­ჯო­ბე­სია, ბავ­შვი ქარ­თუ­ლე­ნო­ვან ბაღ­ში მი­ვიყ­ვა­ნოთ”, – გან­მარ­ტავს ფსი­ქო­ლო­გი.

 

წყარო: ambebi.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here