Home სხვადასხვა შემეცნება ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა

ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა

83
SHARE

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ხელშეწყობით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე წმ. ბარბარეს ტაძრის ტერიტორიასთან არსებულ სკვერში გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

“ზაფხულის პირველი დღე მხიარულად აღვნიშნეთ ჩვენ უბანში. პატარებმა გამოფინეს მათი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები, შეასრულეს სხვადასხვა სიმღერებიც. დღეს უამრავი საინტერესო და სახალისო ღონისძიება შედგა და ძალიან მიხარია, რომ ამ ლამაზ გარემოში პატარებთან ერთად შეხვედრა შევძელით”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ღონისძიება დღის მანძილზე გაგრძელდა და ბავშვების მიერ შესრულებული მხატვრული ტილოების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა. პატარებისთვის მულტფილმის ჩვენება, ანიმატორების შოუ და სახალისო თამაშებიც შედგა. ღონისძიებას ბენდთან ერთად საქსოფონის ცოცხალი შესრულება მუსიკალურად აფორმებდა. დასასრულს, ნინო ლაცაბიძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სიგელებით დააჯილდოვა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here