Home სხვადასხვა რას ჰყვება ჯარისკაცი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან ბავშვები გამოიყვანა

რას ჰყვება ჯარისკაცი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან ბავშვები გამოიყვანა

432
SHARE
ქართველმა სამხედროებმა რუსთავში ცეცხლმოკიდებული ბინიდან ბავშვები გამოიყვანეს. როგორც ირკვევა, 42- ე ბატალიონის ჯარისკაცები 26 მაისს რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ და გზიდან შეამჩნიეს დაკვამლიანება. შემთხვევის ადგილზე მისულ დავით კვიწინაძესალექსანდე ჯანიაშვილს და გიორგი მუსელიანს ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ.

“დაახლოებით დილის 7 საათი იქნებოდა. მანქანით გადავაადგილდებოდით, რა დროსაც შევნიშნეთ გზიდან ხანძარი. 5 ბავშვი იყო და ვინ რომელი ბინიდან გამოვიყვანეთ მართლა არ მახსოვს. ცეცხლი მხოლოდ ერთ ოთახში, იყო მაგრამ დაკვამლიანება მოედო სხვა ბინებსაც და იქედანაც გამოვიყვანეთ ბავშვები. მალე საპატრულო და სახანძრო ჯგუფებიც მოვიდნენ“,- იხსენებს ერთერთი ჯარისკაცი.

აღსანიშნავია, რომ ხანძრის დროს მაღალი დაკვამლიანების გამო სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს და სავადმყოფოებში იწვნენ. ახლა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და სამივე მათგანი გაწერილია სამედიცინო დაწესებულებებიდან.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here