Home სხვადასხვა 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

244
SHARE

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა.

გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ბავშვს ბებია ასეირნებდა, რა დროსაც მცირეწლოვანმა ძირს დაყრილი თაგვის წამლის მცირე ოდენობა შეჭამა.

 

წყარო: inforustavi.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here