Home კვება უგემრიელესი სალათი თქვენი შვილებისთვის

უგემრიელესი სალათი თქვენი შვილებისთვის

529
SHARE

ინგრედიენტები

  • კარტოფილი – 2 ცალი
  • ქათმის ფილე – 300 გ
  • მაიონეზი – 3 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • პომიდორი – 1 ცალი
  • კვერცხი – 2 ცალი
  • სტაფილო – 1 ცალი
  • კიტრი – 1-2 ცალი
  • ზეთისხილი – 3-4 ცალი
  • მიხაკი – 6 ცალი
მომზადების წესები

მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, ასევე მოხარშეთ ქათმის ფილე, სტაფილო და კვერცხი.როცა ყველაფერი მოიხარშება, გაფცქვენით კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი.კარტოფილი და სტაფილო დაჭერით პატარა კუბიკებად და ჩაყართ ღრმა თასში.ასევე პატარა ნაჭრებად დაჭერით ქათმის ფილე, კიტრი და კვერცხი. დაუმატეთ ბოსტნეულს ღრმა თასში.დაუმატეთ მარილი, პილპილი და მაიონეზი. კარგად ამოურიეთ.გადაიტანეთ სალათა გაშლილ თეფშზე და მიეცით ძაღლის თავის ფორმა.დარჩენილი მოხარშული კვერცხი გააცალკევეთ ცილა და გული. გული გახეხეთ წვრილად დამოაყარეთ ძაღლის სახეზე.0

გახეხეთ ცილაც და გაუკეთეთ ძაღლს ყურები და დრუნჩი.

დაჭერით ზეთისხილი და გაუკეთეთ ძაღლს თვალები და ცხვირი.

პომიდვრით გაუკეთეთ ენა. ხოლო მიხაკის ყვავილებით – ულვაშები.

 

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here