Home ორსულობა რომელი თვიდან უნდა გრძნობდეს ორსული ბავშვის მოძრაობას მუცელში

რომელი თვიდან უნდა გრძნობდეს ორსული ბავშვის მოძრაობას მუცელში

1230
SHARE

პირველმშობიარე ქალი ნაყოფის მოძრაობას შეიგრძნობს მე-20 კვირიდან, ხოლო მომდვნო ორსულობის შემთხვევაში მოძრაობის შეგრძნება ხდება მე-18 კვირიდან. მაგრამ ეს ვადა ყველასთვის ინდივიდუალურია.
თავდაპირველდ ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება არ არის მკვეთრი და ხშირი, მაგრამ თანდათანობით მოძრაობა უფრო მკვეთრი ხდება და ინტენსივობაც მატულობს. მაგალითად, 24 კვირიდან ნაყოფის მოძრაობა 1 საათში საშუალოდ 10-15-დარტყმას შეადგენდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ნაყოფს შეიძლება ეძინოს, მაგალითად 3 საათი და ამ დროს თითქმის არ მოძრაობდეს. თუ დედა 12 საათის განმავლობაში ვერ გრძნობს ნაყოფის მოძრაობას, აუცილებლად და დაუყონებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს. ძალიან აქტიური და მტკივნეული მოძრაობა კი მიუთითებს, რომ რაღაც არ არის წესრიგში. ასეთ შემთხვევაშიც გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. მოულოდნელი და ძალიან აქტიური მოძრაობა შეიძლება მიუთითებდეს დედის ორგანიზმის არასასურველ მდებარეობაზე, ამიტომ ორსულმა უნდა შეიცვალოს მდებარეობა.
ნაყოფის მოძრაობის ინტესივობის მაქსიმალური მატება აღინიშნება ორსულობის 24-დან 32 კვირამდე, შემდეგ თანდათანობით კლებულობს, განსაკუთრებით მშობიარობის მომენტისთვის.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here