Home კვება კარამელის უგემრიელესი კანფეტები პოპკორნისგან

კარამელის უგემრიელესი კანფეტები პოპკორნისგან

848
SHARE

ინგრედიენტები

  • პოპკორნის სიმინდი – 3-4 შეკვრა (მიკროტალღურ ღუმელში მოსამზადებელი)
  • კარაქი – 1/2 ჭიქა
  • სიროფი – 1 ჭიქა (სიმინდის სიროფი, შაქრის სიროფი ან თაფლი)
  • შესქელებული რძე – 1 ქილა
  • მარილი – 1/4 ჩ/კ
  • ვანილის შაქარი – 1/2 ჩ/კ
  • სასურველი სანელებლები – 1 ჩ/კ (თითო მწიკვი: ჯანჯაფილი, ილი, დარიჩინი)
  • თეთრი შოკოლადი – მოსართავად
  • ხის ჩხირები
  • ყავისფერი შაქარი – 2,5 ჭიქა
მომზადების წესი

მოამზადეთ პოპკორნი მიკროტალღურ ღუმელში (ან შეიძინეთ უკვე მომზადებული, დანამატების გარეშე), ჩაყარეთ დიდ ჯამში.

ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ყავისფერი შაქარი, სიროფი (ან თაფლი), აურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ შესქელებული რძე, სანელებლები, მარილი და ვანილის შაქარი, განაგრძეთ მორევა. კარამელი ოდნავ უნდა გამკვრივდეს, ძალიან არ უნდა გაასქელოთ.

დაასხით მომზადებული სიროფი პოპკორნს და ამოურიეთ ხის კოვზით. დააფინეთ გაშლილ ჭურჭელზე (ფირფიტაზე) პერგამენტის ქაღალდი. გააკეთეთ სიროფიანი პოპკორნისგან ხელით ბურთები, დაალაგეთ პერგამენტზე და გაუკეთეთ თითოეულს ხის ჩხირი.

გაადნეთ თეთრი შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში (ან წყლის აბაზანაზე) და მოასხით კარამელის ბურთებს.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here